ნათია თურნავა ჩინეთის განსუს პროვინციის გუბერნატორს შეხვდა

ჩინეთის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ჩინეთის განსუს პროვინციის გუბერნატორს თან ჟენძიენს შეხვდა. აღნიშნული პროვინცია ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარეობს, მისი მოსახლეობა კი 25 მლნ ადამიანს აჭარბებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ასევე დაესწრნენ აღნიშნული პროვინციის ადმინისტრაციის წევრები, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს რკინიგზის აღმასრულებელი დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და ხაზი გაუსვეს მათი გაღრმავებისა და განვითარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ქვეყნების წარმატებით თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალურ პლატფორმებზე. მათ შორის, ხაზი გაესვა სარტყელისა და გზის ინიციატივას, რომელმაც ბიძგი მისცა თვისობრივად ახალი ტიპის თანამშრომლობის განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო დაინტერესებულია, განავითაროს ეკონომიკური კავშირები ჩინეთის ცალკეულ პროვინციებთანაც. მან ხაზი გაუსვა ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს, აგრეთვე ხაზი გაუსვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში ურთიერთობის გაღრმავებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. მინისტრმა განსუს პროვინციის გუბერნატორი საქართველოში მოიწვია, რომლის დროსაც განისაზღვრება თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

თავის მხრივ, განსუს პროვინციის გუბერნატორმა ნათია თურნავა და ქართული ბიზნესის წარმომადგენლები განსუს პროვინციაში დაგეგმილ ეკონომიკური პროფილის გამოფენებზე მოიწვია, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ტურიზმი, ღვინის წარმოება, განახლებადი ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა და სხვ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა