ირანი "ფორდოუს" ბირთვულ ქარხანაში ცენტრიფუგებში ურანიუმის გაზის შეყვანას იწყებს

ირანი დღეს ფორდოუს ბირთვულ ქარხანაში ცენტრიფუგებში ურანიუმის გაზის შეყვანას იწყებს, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა.

მისივე თქმით, გაზს 1,044 ცენტრიფუგაში შეიყვანენ.

ირანის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს ნაბიჯები შეიძლება შეიცვალოს, თუკი 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმების სხვა ხელმომწერებიც დაიცვან თავიანთ ვალდებულებებს.

”ჩვენ ვიცით მათი სენსიტიური დამოკიდებულება ფორდოუს, ამ ცენტრიფუგების მიმართ, მაგრამ თუკი ისინი თავიანთ ვალდებულებებს შეასრულებენ, ჩვენც შევწყვეტთ გაზს,“ - განაცხადა რუჰანიმ და დასძინა, რომ შეუძლებელია, 2015 წლის ბირთვული შეთანხმება ირანმა გამუდმებით „ცალმხრივად ასრულოს.“

ირანი აღნიშნული გადაწყვეტილების გამო საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უკვე გააკრიტიკეს.

„ირანს მოვუწოდებთ, სრულად დაიცვას თავისი ვალდებულებები და როგორც ხელშეკრულებასთან, ისევე სხვა ბირთვულ ვალდებულებებთან დაკავშირებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ითანამშრომლოს,“- ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის განცხადებაში.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა კი განაცხადა, რომ ირანის აღნიშნული ნაბიჯები ეწინააღმდეგება საერთაშორისო შეთანხმებას და რისკის ქვეშ აყენებს ბრიტანეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.

2015 წლის ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ირანთან ერთად ხელი შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, რუსეთმა და გერმანიამ მოაწერეს, "ფორდოუს" ცენტრიფუგების გაზის გარეშე ბრუნვას ითვალისწინებს.

ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა