ისლამისტი მეამბოხეების თავდასხმის შედეგად ტაილანდში 15 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა

ისლამისტი მეამბოხეების თავდასხმის შედეგად ტაილანდში, იალას პროვინციაში სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, ამბოხებულებმა თავდასხმა საგუშაგოზე განახორციელეს. დაღუპულები და დაშავებულები ერთ-ერთი სოფლის მოხალისე დამცველები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმელებმა მდევრების შესაფერხებლად გზებზე ასაფეთქებელი მოწყობილობებიც დაამონტაჟეს და ლურსმნები დაყარეს.

შეგახსენებთ, რომ ისლამისტი მეამბოხეები, რომელთა მიზანი პატანის, ნარათივატის და იალას პროვინციების ტაილანდიდან გამოყოფაა, ბრძოლას 2004 წლიდან აწარმოებენ. მეამბოხეები აცხადებენ, რომ მათ ტაილანდის სამხრეთ ნაწილში დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა სურთ. ბოლო მონაცემებით, 2004 წლიდან დღემდე ამ ბრძოლას 7000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს