გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 6 ნოემბერს ელექტრომომარაგება თბილისის რამდენიმე რაიონში დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, ელექტროენერგია შეიზღუდება კრწანისის რაიონში, სადაც გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, დიმიტრი გულიას, გულუას, დიდი ხეივნის, ხეივნის, უსახელოურის, შავიშვილის, ვლადიმერ წითლანაძის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის და ჟორდანიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ასევე, გლდანის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, სოფელი გიორგიწმინდის, გლდანის მასივის II, VI, VII, VIII მიკრორაიონების, შეშელიძის, ხიზანიშვილის, ხევისპირის, ბერთუბნის, ფარსმან ქველის და აღმაშენებლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, შეშელიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, კონსტანტინე ლესელიძის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კიდევ ერთი რაიონი არის საბურთალოს რაიონი, სადაც გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კარტოზიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ლისის, თუთის, მუხის, ტირიფების, მიცკევიჩის, ტაშკენტის და ჯანო ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის ნაკვეთების, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, ვეფხისტყაოსნის, ტარიელის, ნესტან-დარეჯნის, ავთანდილის, თინათინის, ხატაეთის, შერმადინის, ასმათის, ფატმანის, უსენის, რამაძის, დავარის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ბაგრატ III-ის, არქანჯელო ლამბერტის, ბარონ დე ბაის, ჰაინრიხ კლაპროთის, სტრაბონის, ბერტა ფონ ზუტნერის, იაკობ რაინეგსის, ჰუგო ჰუბერტის, კრისტიან სტივენის, რაფიელ დანიბეგაშვილის, ერედვის და ნიკო ბურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ასევე, ჩუღურეთის რაიონს, სადაცგეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარუაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, პასტერის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში კი გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ლოჭინის ხევის და თვალჭრელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, სადგური ლილოს დასახლების და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს