ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანი ყველა მიმართულებით აფართოებს აგრესიას, მას უნდა ისრაელი გაანადგუროს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ისრაელი „არასდროს დაუშვებს ირანმა ბირთვული იარაღი განავითაროს“.

„ირანი ყველა მიმართულებით აფართოებს აგრესიას. ის ცდილობს დაემუქროს ისრაელს. მას უნდა ისრაელი გაანადგუროს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებთან და დასძინა, რომ ისრაელი მას ამის საშუალებას არ მისცემს.

„მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, ირანის მცდელობა განავრცოს ბირთვული იარაღის პროგრამები და გაზარდოს ურანიუმის მოხმარება ატომური იარაღისთვის, არ მოხდება. ჩვენ ირანს ამის საშუალებას არასდროს მივცემთ, არა მარტო ჩვენი უსაფრთხო მომავლისთვის, არამედ მთელი შუა აღმოსავლეთისთვის, მთელი მსოფლიოსთვის“,-განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა, საერთაშორისო მედია იტყობინება, რომ ირანი ბირთვულ ქარხანაში ცენტრიფუგებში ურანიუმის გაზის შეყვანას იწყებს. 2015 წლის ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ირანთან ერთად ხელი შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, რუსეთმა და გერმანიამ მოაწერეს, "ფორდოუს" ცენტრიფუგების გაზის გარეშე ბრუნვას ითვალისწინებდა.

იხილეთ ვიდეო: ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანი ყველა მიმართულებით აფართოებს აგრესიას, მას უნდა ისრაელი გაანადგუროს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს