გრიგოლ ლილუაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, დიეგო კოლასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები: შენგელი ფიცხელაური, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და გიგა ნიკოლეიშვილი.

სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

”საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საფრანგეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას და სამომავლო გეგმებს. გრიგოლ ლილუაშვილმა და დიეგო კოლასმა მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს და ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს