ელიზაბეთ რუდი -  ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციების გაძლიერებას

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა ისაუბრონ საქართველოს პროგრესზე, თქვენი ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

მან ისაუბრა კონფერენციისა და იმ თემების შესახებ, რაზეც მის ფარგლებში გამახვილდება ყურადღება.

„ამ წელს კონფერენციის ყურადღება ძირითადად მიმართული იქნება საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მოდერნიზაცია, თანამშრომლობა ნატო-ს ძალებთან, საქართველოს საყოველთაო თავდაცვის კონცეფცია. როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, შეერთებული შტატები ძალიან მოხარულია ბათუმში ამ კონფერენციაში მონაწილეობის მიღების გამო, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციების გაძლიერებას", - განაცხადა რუდმა.

მან უპასუხა „ინტერპრესნიუსის" შეკითხვას, თუ დღესდღეობით რა მთავარი პრობლემები აქვს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მხრივ.

„საქართველოს მოდერნიზაციის ამბიციური პროგრამა აქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე, მისი თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის. გრძელდება ის მხარდაჭერა, რასაც საქართველო იღებს აშშ-სგან და მოკავშირეებისგან, ნატო-საქართველოს პაკეტი, აშშ-ს თანამშრომლობა საქართველოსთან თავდაცვისთვის მზაობის პროგრამაში, მიმდინარე წვრთნები, რომლის მეშვეობითაც საქართველო ხდება უფრო ძლიერი პარტნიორი და წვლილის შემომტანი ნატო-ში - ეს არის ის თემები, რასაც განვიხილავთ, ისევე როგორც საქართველოს წვლილს შავი ზღვის უსაფრთხოებაში", - განაცხადა რუდმა.

6-7 ნოემბერს, თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია - ბათუმი 2019"-ს მასპინძლობს. 2019 წლის კონფერენცია ოთხ პლენარულ სესიას მოიცავს.

იხილეთ ვიდეო: ელიზაბეთ რუდი - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციების გაძლიერებას

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა