ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნამდე, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ამერიკელ კონგრესმენებთან, ადამ კინზინგერსათ და ალექსანდერ მუნისთან პირველი შეხვედრა გამართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა ორპარტიული საქართველოს მხარდამჭერი აქტისთვის, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

„ამერიკელმა კონგრესმენებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხზე და აღნიშნეს, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით განხორციელებული რეფორმები წარმატებით ხორციელდება.

ადამ კინზინგერმა და ალექსანდერ მუნმა თავდაცვის მინისტრს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა