დავით ზალკალიანი - აღმოსავლეთ პარტნიორობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის

ეს შეხვედრები მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის შედეგების შეფასებისა და მომავალი მიზნების განსასაზღვრად. 2009 წელს პოლონელებისა და შვედების მიერ ინიცირებული ეს ფორმატი, მართლაც რომ გარდამტეხი და ისტორიული აღმოჩნდა მთლიანად რეგიონისთვის და განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატიდან მისი ასოცირებული პარტნიორის სტატუსამდე ტრანსფორმირდა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის.

„ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა. ჩვენ ამ გზას წარმატებით გავდივართ და აღმოსავლეთ პარტნიორობამ, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ შექმნილა წევრობის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოებისთვის“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობამ უნდა გახსნას წევრი ქვეყნებისთვის ევროკავშირის ერთიან ბაზარში ეტაპობრივი ინტეგრაციის შესაძლებლობა, რაც საქონლის, კაპიტალის, მომსახურების თავისუფალი გადაადგილების საშუალებას მოგვცემს.

„დღეს აქტიურად განვიხილავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალს 2020-ის შემდგომ. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში გათვალისწინებული იქნას აღმოსავლეთ პარტნიორობაში ჩართული ქვეყნების ინდივიდუალური მისწრაფებები და ის პროგრესი, რასაც ქვეყნებმა ამ გზაზე მიაღწიეს. საქართველოს უკვე აქვს ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან, რაც სწორედ რომ იმ კომპლექსური რეფორმების შედეგია, რომელიც ქვეყანამ ინიციატივის ფარგლებში განვლო.

ჩვენი ხედვით აღმოსავლეთ პარტნიორობამ უნდა გახსნას წევრი ქვეყნებისთვის ევროკავშირის ერთიან ბაზარში ეტაპობრივი ინტეგრაციის შესაძლებლობა, რაც საქონლის, კაპიტალის, მომსახურების თავისუფალი გადაადგილების საშუალებას მოგვცემს, და რაც მთავარია, როგორც დღეს ჩემმა შვედმა კოლეგამ მინისტერიალის გახსნით სიტყვაში თქვა “EU should keep door open”! - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს