ამერიკელი კონგრესმენი - „დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ რაღაცებზე ვერ ვთანხმდებით ხოლმე, მაგრამ როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ჩვენ ერთიანები ვართ

„დემოკრატები” და „რესპუბლიკელები“ რაღაცებზე ვერ ვთანხმდებით ხოლმე, მაგრამ როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ჩვენ ერთიანები ვართ, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოსადმი და ქართველი ხალხისადმი.

„ჩვენ გვესმის ამ ურთიერთობის მნიშვნელობა. როდესაც ვსაუბრობთ გარკვეული მოსალოდნელი გამოწვევების არსებობაზე, ცხადია, ყოველდღიურად ვხედავთ გამოწვევებს რუსეთიდან და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან, ასევე, ვხედავთ გამოწვევებს დეზინფორმაციის მხრივ. რა თქმა უნდა, აშშ-ში ჩვენ საქმე გვქონია ბევრ გამოწვევასთან, იყო ეს კიბერშეტევები თუ ჩვენი ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა. ჩვენ ვადასტურებთ იმ ძლიერ მეგობრობას, რაც გვაქვს, ამერიკელი ხალხის სახელით მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ხელახლა ვადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას ამ ქვეყნისა და ამ პარტნიორობის მიმართ", - განაცხადა კინზინგერმა.

მანვე უპასუხა კითხვას აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის დამტკიცების შესახებ.

„ის ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის აღიარებაზე, საქართველოს ხალხის უფლებაზე, თავადვე განსაზღვრონ, თუ ვინაა მათი მთავრობა. ამას მოაქვს იმ ადამიანების სანქცირების შესაძლებლობა, ვინც საქართველოს ოკუპაციაში არიან ჩართულები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქტი ძალიან ორპარტიულია - ჩვენ, დემოკრატები და რესპუბლიკელები რაღაცებზე ვერ ვთანხმდებით ხოლმე, მაგრამ როდესაც საქმე საქართველოს ეხება ბევრ სხვა საგარეო საკითხს, ჩვენ ერთიანები ვართ", - განაცხადა კინზინგერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა