ამერიკელი კონგრესმენი - გვწამს, რომ საქართველო უნდა იყოს ნატო-ს პარტნიორი

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში; გვწამს, რომ საქართველო უნდა იყოს ნატო-ს პარტნიორი, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კიზინგერმა ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, ეს არის გზავნილი ნატო-ს მისამართით.

„საქართველოს მოსახლეობა გახლავთ თავისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერები და ჩვენი პრესსპიკერები იმ როლთან დაკავშირებით, რომელიც გაგვაჩნია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში. ჩვენ გვწამს, რომ საქართველო უნდა იყოს ნატო-ს პარტნიორი მთელი თავისი უფლებებითა და პრივილეგიებით. ეს არის გზავნილი ნატოს მისამართით. პარტნიორი, როგორიც საქართველოა ზუსტად ის არის, ვინც ჩვენ გვჭირდება, რათა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ვიცავთ იმ ხალხს, რომელიც უნდა დავიცვათ ყოველდღე“, - განაცხადა კიზინგერმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა