„ბიბლუსი გალერეაში“ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“ გამარჯვებული წიგნების წარდგენა გაიმართება

13 ნოემბერს, 18:30 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“ სამი გამარჯვებული წიგნის წარდგენა გაიმართება. მკითხველი პირადად გაიცნობს ჟიურისა და ხალხის რჩეულ, დებიუტანტ ავტორებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L”-დან აცნობეს, 18:30 საათზე, ნიკოლას მაჩაბლის წიგნს - „ჩაინა კონტრასტებიდან“ ლიტერატორები: რამაზ ჭილაია და ივანე ამირხანაშვილი წარადგენენ; 19:00 საათზე, თამარ გოდერიძის რომანს - „ყვავილები სახლთან ახლოს“ რედაქტორი ლია თოფურია წარადგენს; 19:30 საათზე, კი ნანი მანველიშვილის რომანს „ოდისევსის სინდრომი“ მწერალი მარი ბექაური წარადგენს.

„ნიკოლას მაჩაბელი, კონკურსის ფარგლებში, ჟიურის რჩეული გახდა. მისი ნა­წარ­მო­ე­ბი „ჩა­ი­ნა კონ­ტრას­ტე­ბი­დან“ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის მის­ტი­კი­თა და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით სავ­სე ჩი­ნურ გა­მოც­დი­ლე­ბას აღ­წერს, მკი­თხველს უამ­ბობს, რას ნიშ­ნავს დარ­ჩე მარ­ტო უცხო გა­რე­მო­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ სამ­ყა­რო­ში, რო­მელ­თა­ნაც არა­ფე­რი გა­კავ­ში­რებს.

თამარ გოდერიძე ხალხის რჩეულია. მისი რომანი "ყვავილები სახლთან ახლოს" მოგვითხრობს, რამ­დე­ნად კარ­გია ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ბევ­რი ფიქ­რი და როგორ გვპა­რავს ის დროს, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ძი­ე­ბა­ში.

კონკურსის ფარგლებში, ხალხის რჩეული გახდა ნანი მანველიშვილიც, რომლის რომანი "ოდისევსის სინდრომი" მკითხველს ემიგრაციასა და სამშობლოსგან შორს ყოფნის ტკივილზე მოუთხრობს.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ წიგნები, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები ავტორებთან და აიღონ მათგან ავტოგრაფები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა