ლონდონის უესტმინსტერის უნივერსიტეტმა ყოველწლიურ კონფერენციას „საქართველოს დღე” უმასპინძლა

ლონდონის უესტმინსტერის უნივერსიტეტმა ყოველწლიურ კონფერენციას „საქართველოს დღე” უმასპინძლა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უესტმინსტერის უნივერსიტეტმა უმასპინძლა რიგით 32-ე ყოველწლიურ ღონისძიებას “საქართველოს დღე”, რომელიც მიეძღვნა თემას „საქართველო, როგორც განათლებისა და მეცნიერების ჰაბი”. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს საელჩოსა და უესტმინსტერის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით და მასში მონაწილეობა მიიღეს გაერთიანებულ სამეფოში აკადემიური წრეების, დიპლომატიური კორპუსისა და მთავრობის წარმომადგენლებმა.

კონფერენცია გახსნეს დამაარსებელმა და თანაორგანიზატორმა თამარ დრაგაძემ და უესტმინსტერის უნივერსიტეტის, ხელოვნებისა და მეცნიერების კოლეჯის პრეზიდენტმა, პროფესორმა, ენდრიუ ლინმა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მთავარი მომხსენებლების სტატუსით მიმართეს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა და საგარეო და თანამეგობრობის ოფისის, საგარეო ურთიერთობათა და რბილი ძალის დეპარტამენტის დირექტორმა პოლ ბრამელმა.

თავის გამოსვლაში, საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა ხაზი გაუსვა ლონდონში „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერასა და მის მნიშვნელობას. საქართველოს ელჩმა, ასევე ისაუბრა საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე და ამ კუთხით საქართველოს მთავრობის წარმატებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე.

თავის მხრივ, პოლ ბრამელმა მიმოიხილა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და განსაკუთრებით აღნიშნა მჭიდრო აკადემიური, კულტურული და ხალხთა შორისი კავშირები ორ ქვეყანას შორის.

კონფერენციის ფარგლებში, ჯო სიმენმა (Jo Seaman) საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს ყოფილმა დირექტორმა, წარმოადგინა საქართველოს შესახებ დაწერილი საკუთარი წიგნი “Roses down the barrel of a gun –Georgia love and revolution”.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო