პრეზიდენტი პროკურატურაში მისვლაზე - რატომ უნდა მივიდე, სადაც დაბარებული არ ვარ? არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ არანაირი კითხვაც არ არის

რატომ უნდა მივიდე, სადაც არ ვარ დაბარებული? - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლების კითხვას, გამოცხადდება თუ არა პროკურატურაში და ითანამშრომლებს თუ არა პროკურატურასთან შეწყალების საკითხზე.

როგორც ზურაბიშვილი ამბობს, სადაც ის არ არის დაბარებული, არ მივა. მისივე თქმით, პრეზიდენტს დრო სჭირდება შეწყალების საქმეზე დასაფიქრებლად, რომ არ დაუშვას შეცდომა, რომელიც საზოგადოებისთვის გაუგებარი გახდება.

„რატომ უნდა მივიდე, სადაც არ ვარ დაბარებული? არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ არანაირი კითხვაც არ არის. ჯერ უნდა ვიმუშავოთ და დავასრულოთ ახალი წესები, გამოვცე ახალი ბრძანებულება, შემდეგ უნდა შევუდგე შესწავლას...

მორატორიუმი არის დროებითი აქტი, რომლის გამოცემის სრული უფლება გამაჩნია. ამ შეჩერებას {მორატორიუმი} შევაჩერებ, როგორც კი ვიქნები მზად და შესწავლილი მექნება საქმეები. იმ აჟიოტაჟის ფონზე, რაც წინა შეწყალებაზე ატყდა, გამიგებთ, ალბათ, რომ მჭირდება დრო ვიფიქრო და არანაირი შეცდომა არ დავუშვა, რომელიც საზოგადოებისთვის გაუგებარი გახდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამირან სალუქვაძე - რაც ახლა ხდება, ეს არა პოლიტიკური კრიზისი, არამედ პოლიტიკურ ოპონენტთა შორის თანაცხოვრების კრიზისია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.11.2019
მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
თეგეტა მოტორსის სპეციალური შეთავაზება ზამთრის საბურავებზე
სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბურმა აქცია დაიწყო!
სპეციალური პირობები სამშენებლო კომპანიებისთვის SAP Business One-ის დანერგვაზე BDO-სგან
26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - საბვეიში განახლებული მენიუა (R)