რომან გოცირიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს - მოსამართლეობის გამოცდილება არ გაქვთ, ხომ არ ჯობდა, უფრო დაბალი ინსტანციის მოსამართლეობიდან დაგეწყოთ?

თქვენ როგორ მიგაჩნიათ, არა ასაკის თვალსაზრისით, არამედ თქვენი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც ძირითადად თქვენ მუშაობდით საორგანიზაციო საკითხებზე, არ გაქვთ მოსამართლეობის გამოცდილება, ხომ არ ჯობდა, რომ უფრო დაბალი ინსტანციის მოსამართლეობიდან დაგეწყოთ?- ამ კითხვით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ქეთევან ცინცაძეს მიმართა, რომელსაც დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უსმენენ.

რომან გოცირიძის თქმით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაშვებული შეცდომებისგან განსხვავებით, უზენაესი სასამართლოს შემთხვევაში შეცდომის გამოსწორება ფაქტობრივად შეუძლებელია.

გოცირიძის კითხვის საპასუხოდ, ქეთევან ცინცაძემ განაცხადა, რომ მოსამართლის ასაკი კონსტიტუციით არის განსაზღვრული და ამ მიმართულებით დამატებითი კრიტერიუმები არ განსაზღვრულა არც ორგანულ კანონში და არც ვენეციის კომისიას ჰქონია შენიშვნები.

„რაც შეეხება ჩემს ამბიციას, მე დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ მხოლოდ საორგანიზაციო საკითხი არ გახლავთ თანაშემწის მოვალეობა. ამას განსაზღვრავს ორგანული კანონი. თანაშემწე ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს, კომუნიკაციას ამყარებს მხარეებთან, წარმოებაში მიღების ეტაპს ამოწმებს და ამ პროექტს ამზადებს. ის, ფაქტობრივად, ჩართულია ამ პროცესში. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მე დაკავებული მაქვს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა, რა პერიოდშიც, მე სწორედ ინდივიდუალურად გადაწყვეტილებას ვიღებ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, რაც შემიძლია გავუთანაბრო მოსამართლის საქმიანობას“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა.

ქეთევან ცინცაძის თქმით, ორგანული კანონის თანახმად, ინსპექტორის თანამდებობა გათანაბრებულია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობასთან. შესაბამისად, მისი თქმით, ეს ნამდვილად არ არის ნახტომი, არამედ არის კანონის მოცემულობა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს