პრეზიდენტი საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებზე - ეს იყო დესტაბილიზაციის ერთ-ერთი მცდელობა, რასაც საზოგადოებამ ღირსეულად უპასუხა

სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, იზიარებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მოსაზრებას, რომ შესაძლოა,

საპატრიარქოში მოვლენების უკან იდგნენ ის ადამინები, რომლებიც პარლამენტზე მიტანილი შეტევის უკან იდგნენ, ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის ამ მოვლენებს ასეთ შეფასებას ვერ მისცემს.

„არ ვიცი რა განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მე ასეთ შეფასებას ვერ მივცემ. მე ვამბობ და კონფერენციაზეც აღვნიშნე, რომ ეს იყო ქვეყნის დესტაბილიზაციის ერთ-ერთი მცდელობა, რასაც საზოგადოებამ ღირსეულად უპასუხა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

იმ მომენტში, როცა ეს ქვეყანა მიდის წინ, როცა მომავალ წელს ვამზადებთ არჩევნებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სტაბილურობა, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კოზირია, არავისგან არ იყოს შერყეული“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა