სერგეი ლავროვი - რუსული მედიასაშუალებების მიმართ ბევრ ქვეყანაში მტრული დამოკიდებულება აქვთ და არ ენდობიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ზოგიერთ ქვეყანაში რუსი ჟურნალისტებისთვის მუშაობის შეზღუდვა პოლიტიკური ცენზურის მცდელობად შეაფასა.

„რუსული მედიასაშუალებების მიმართ ბევრ ქვეყანაში მტრული დამოკიდებულება აქვთ და არ ენდობიან. მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება რუსეთსა და ეუთო-ს ქვეყნებში ციფრული ეპოქის გამოწვევაა“,-განაცხადა ლავროვმა და აღნიშნა, რომ ლონდონში, მედიის თავისუფლების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე რუსი ჟურნალისტები არ შეუშვეს.

ლავროვის თქმით, მსგავს ნაბიჯებს გლობალური საინფორმაციო სივრცის ფრაგმენტაციამდე მივყავართ და საფრთხეს უქმნის ნდობისა და ურთიერთგაგების პროცესს.

„მსგავსი კულუარული პროექტები, რომელზეც მხოლოდ თავისიანებს ეპატიჟებიან არღვევს მედიის თავისუფლების უნივერსალურ სტანდარტებს. პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს პოლიტიკური ცენზურის დაწესებაა“, -აცხადებს ლავროვი.

იხილეთ ვიდეო: სერგეი ლავროვი - რუსული მედიასაშუალებების მიმართ ბევრ ქვეყანაში მტრული დამოკიდებულება აქვთ და არ ენდობიან

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს