მაია ცქიტიშვილი - ჩემი მინისტრობის პერიოდში, ალბათ, მთავარი შედეგი ის არის, რომ არ გვაქვს საუბარი და შეკითხვები შესყიდვებთან დაკავშირებით

ჩემი მინისტრობის პერიოდში ალბათ მთავარი შედეგი არის ის, რომ დღეს არ გვაქვს საუბარი და მითქმა-მოთქმა ან შეკითხვები შესყიდვებთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ყოველწლიურ საერთაშორისო რეგიონულ კონფერენციაზე, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში” გაიხსნა და საჯარო შესყიდვების აქტუალურ ასპექტებს ეძღვნება.

ცქიტიშვილის თქმით, მის უწყებაში შეიცვალა ბევრი რამ შესყიდვების მიმართულებით, ინფორმაცია თანაბრად ხელმისაწვდომი გახდა და პროცესი ძალიან გამჭვირვალეა.

„40 ქვეყნის წარმომადგენელია ჩამოსული და ისინი გვიზიარებენ შესყიდვების საუკეთესო გამოცდილებას, რაც დაგვეხმარება სისტემა კიდევ უფრო კონკურენტული და კორუფციული რისკებისაგან დაცული გავხადოთ. ჩვენი სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემსყიდველი უწყებაა საქართველოში და შესაბამისად, ამ სფეროს გამართული მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რეგულარულად ვმართავთ ღია შეხვედრებს ბიზნესთან და ვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც შესყიდვების პროცესში მათთვის შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი. მხოლოდ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილში დაახლოებით 250 ახალი შემსყიდველი გვყავს და ეს რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზე, რომ შესყიდვების პროცესი არის გამჭვირვალე და კონკურენტული. ასეთი მიდგომა საშუალებას აძლევს ჩვენს ბიზნესს შექმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი, გაძლიერდეს და სხვა ქვეყნების შესყიდვებშიც მიიღოს მონაწილეობა“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო გახდეს ევროკავშირის საჯარო შესყიდვების სისტემის დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

აღნიშნულ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს