„ბლუმბერგი“ - ტრამპის ადმინისტრაცია სომეხთა გენოციდის აღიარების და თურქეთისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების წინააღმდეგია. საქმე ეხება წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც სომეხი ერის გენოციდს ეხება და ასევე იმ სანქციებს, რომელიც პალატამ განიხილა. გამოცემის ცნობით, ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ მსგავსი ინიციატივები ნატოს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირე ქვეყანასთან ურთიერთობებს კიდევ უფრო დააზიანებს.

სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც „ბლუმბერგს“ ანონიმურად ესაუბრა, აცხადებს, რომ თეთრი სახლი, რეზოლუციას გენოციდის შესახებ, ისევე როგორც სანქციებს, დამსჯელ ქმედებად უფრო განიხილავს, ვიდრე პრინციპულ გადაწყვეტილებად.

შეგახსენებთ, ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა. ამასთან, პალატამ გასულ კვირას რეზოლუცია მიიღო ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში ჩადენილი სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარების შესახებ.

იხილეთ ვიდეო: "ბლუმბერგი" - ტრამპის ადმინისტრაცია სომეხთა გენოციდის აღიარების და თურქეთისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა