რომან გოცირიძე მოსამართლეობის კანდიდატს - გაქვთ ბილეთი, შედიხართ დარბაზში და ვიღაცას თქვენი ადგილი აქვს დაკავებული, კომბლები სახლში აქვს დატოვებული და შლის სეანსს - როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება?

თქვენ გაქვთ ბილეთი ნაყიდი, შედიხართ დარბაზში და ვიღაცას კულტურულად დაკავებული აქვს თქვენი ადგილი და შიშველი ხელებით ზის, კომბლები სახლში აქვს დატოვებული და შლის ამ სეანსს. როგორ უნდა მოიქცეს დღეს ხელისუფლება?- ამ კითხვით დეპუტატმა რომან გოცირიძემ, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, ქეთევან ცინცაძეს მიმართა.

აღნიშნულზე მოსამართლემ უპასუხა, რომ თუ ძალადობის ფაქტი არ დაფიქსირდა, ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს საქმეში.

„პროპაგანდას მე დავუკავშირებ მოწოდებას. სიძულვილის ენაშიც შეიძლება გავიყვანოთ ძალადობრივი პროპაგანდის რეჟიმი. მოწოდება ძალდობისკენ არის სისხლის სამართლით დასჯადი მოქმედება. დღეს მოქმედი კანონით სიძულვილის ენა არ გახლავთ დასჯადი, ამიტომ გააჩნია რა კონტექსტში შევხედავთ. ზოგადად, ცენზურა არის დაუშველები, თუმცა ფილმთან დაკავშირებით არსებობს ასაკობრივი ცენზები. ზოგადად, ჩვენი მოქმედი კანონით და კონსტიტუციით არის გამოხატვის თავისუფლების ამერიკული მოდელი, რაც გვეუბნება იმას, რომ შეზღუდვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მყისიერი საფრთხის ეფექტი, როდესაც შეიძლება იყოს იმ წუთიერი ძალადობის მომენტი და ამიტომ ჩვენ ეს უნდა შევზღუდოთ. დღეს მოქმედი კონსტიტუცია, განსხვავებით ევროპული კონვენციისგან, ფაქტობრივად, მსგავსი საფუძვლებით შეზღუდვას არ ითვალისწინებს. სახელმწიფო და სამართალდამცავი ორგანოები უნდა ჩაერიონ მხოლოდ იმ დროს, როდესაც ეს მიიღებს ძალადობის ფორმას, სხვა შემთხვევაში ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა შევიდეს კინოთეატრში. ასევე გვაქვს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი. ორივე მხარეს არის გამოხატვის თავისუფლება. მე ძალადობად ვერ ჩავთვლი ფაქტს, სანამ ის გამოხატული არ იქნება. თუ სახეზე გამოხატული იქნება ძალადობა, მთავრობა, სამართალდამცავები უნდა ჩაერიონ, უნდა მოხდეს რეაგირება. აქვე აღვნიშნავ, რომ დისკრიმინაცია ნებისმიერი ფორმით ჩემთვის მიუღებელია. ამის მაგალითები და ფაქტები არ მახსენდება, თუმცა გამოხატვის უფლება აქვს ყველას და შესაბამისად, სანამ არ იქნება ძალადობის საკითხი, იქ ჩარევა არ უნდა განხორციელდეს, თუმცა დისკრიმინაცია ყველა ფორმით არის მიუღებელი“, - განაცხადა ქეთევან ცინცაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა