მეუფე იოანე მეუფე ზოსიმეს მიმართ ბრალდებებზე - ვიღაც 30 წლის წინანდელ ზღაპრებს იგონებს - ახლა მე რომ დამაბრალოთ, თითქოს რაღაც მოვიპარე ეპარქიიდან, დაამტკიცებთ?

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე ზღაპარს უწოდებს წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ზოსიმეს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს. როგორც მეუფე იოანე ამბობს, ამ საკითხზე მამა გიორგის თავის დროზე, 30 წლის წინ უნდა ელაპარაკა.

„ვინ რა თქვა, მე არ ვიცი. ვიღაც 30 წლის წინანდელ ზღაპრებს იგონებს. ეს ყველაფერი 30 წლის წინ უნდა ეთქვა და არა ახლა. თქვენ ახლა რომ დამაბრალოთ, თითქოს რაღაც მოვიპარე ეპარქიიდან, დაამტკიცებთ?“, - განაცხადა მეუფე იოანემ.

ამასთან, მეუფე იოანე ამბობს, რომ ეს იყო პოლიტიკური მოტივებით გამოწვეული ინტრიგა. მან აღნიშნა, რომ რამდენიმე სტუდენტმა, სასულიერო სემინარიის იმდროინდელ რექტორს პოლიტიკური მოტივებით გამოწვეული პროვოკაცია მოუწყვეს. ამასთან, მიტროპოლიტმა იმ წერილზეც ისაუბრა, რომელიც სტუდენტებმა გამოაქვეყნეს და აღნიშნა, რომ იქ მამათმავლობაზე საუბარი არ ყოფილა.

„ეს იყო ინტრიგა, პოლიტიკური მოტივებით გამოწვეული. მარტო გიორგი სხილაძე არ იყო, კიდევ რამდენიმე - 2 თუ 3 სტუდენტი იყო, რომლებმაც დემაგოგიური წერილი გაავრცელეს, სადაც სიტყვა „მამათმავლობა“ საერთოდ არ იყო ნახსენები, იყო სიტყვა უზნეო საქციელი და მეტი არაფერი. ეს იყო პოლიტიკური მოტივებით გამოწვეული პროვოკაცია. ამის გამო მეუფე ზოსიმემ დატოვა თანამდებობა და ეს სტუდენტები გაირიცხნენ. მათი აღდგენა კი მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეუფეს სთხოვეს შენდობა“, - განაცხადა მეუფე იოანემ.

მისივე თქმით, მაშინ მეუფე ზოსიმემ გადადგომის გადაწყვეტილება ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

„თვითონ გადაწყვიტა ეს თუ პატრიარქმა სთხოვა ვერ გეტყვით, თუმცა მას არ უნდოდა სემინარიის წინ ყოფილიყო მიტინგები, ყვირილი და ჩაშლილიყო სასწავლო პროცესი“, - განაცხადა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მოღვაწე მღვდელმა, მამა გიორგი სხილაძემ „ფეისბუქში“ 1988 წელს მომხდარ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ დაწერა. მაშინ მეუფე ზოსიმე სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.

იხილეთ ვიდეო: მეუფე იოანე მეუფე ზოსიმეს მიმართ ბრალდებებზე - ვიღაც 30 წლის წინანდელ ზღაპრებს იგონებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო