ეკა ბესელია ქეთევან ცინცაძეს - საჩივარი გადმოგიგზავნეთ მეთოფიშვილთან და გვრიტიშვილთან დაკავშირებით, 8 თვეა გასული, არ მითხრათ, რომ მოსამართლეების არაეთიკური ქცევა ვერ იპოვეთ

5 მარტს გამოგიგზავნეთ დისციპლინური საჩივარი მოსამართლეების - მეთოფიშვილის და გვრიტიშვილის მიმართ პასუხისმგებლობის თაობაზე, 8 თვეა გასული. არ მითხრათ, რომ მოსამართლეების არაეთიკური ქცევა ვერ იპოვეთ და ვერ აღმოაჩინეთ, - ამ სიტყვებით მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ქეთევან ცინცაძეს.

როგორც ეკა ბესელიამ განმარტა, საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამ დრომდე არ იცის.

„არ ვეშვები და არც მოვეშვები ამ ამბავს, იმიტომ რომ რასაც ვიწყებ, არაფერს ვეშვები. არ მოვეშვები ამ ამბავს და აუცილებლად მივალ ბოლომდე, რომ პრეცედენტი შეიქმნას, რომელიმე ეტაპზე მაინც, რათა მოსამართლეებმა იცოდნენ, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. ახლა მითხარით, 8 თვე გავიდა, რა გააკეთეთ, ასეთ უპრეცედენტო შემთხვევაზე, არ მითხრათ, რომ ვერ იპოვეთ და ვერ აღმოაჩინეთ არაეთიკური ქცევა მოსამართლეების, როგორ მეტყველებენ, როგორ გამოხატავენ თავიანთ აზრს და გაბრაზებას პოლიტიკოსების მიმართ. მითხარით, რა გააკეთეთ ამ 8 თვის განმავლობაში. აქ მაინც მითხარით, ვერაფრით გავიგე მე რატომ მიმალავთ რა ხდება ამ საქმეზე, რა ხდება, რა გააკეთეთ ამ საქმეზე? ვადები გავიდა, ვადები დაირღვა“, - განაცხადა ბესელიამ.

აღნიშნული კითხვის პასუხად ქეთევან ცინცაძემ განაცხადა, რომ მან ყველაფერი გააკეთა, რაც ინსპექტორის მოვალეობაში შედის.

„კანონის წაკითხვა ჩვენ ორივემ კარგად ვიცით, ჩვენ ვლაპარაკობთ გადაწყვეტილებებზე, რომელიც საჯაროა და მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება კონფიდენციალური იყოს. გვრიტიშვილის და მეთოფიშვილის მაედინტიფიცირებელ მონაცემებს ვერაფრით გაასაიდუმლოებთ, თავის თავს ისე ამჟღავნებენ ქალბატონო ქეთევან, თქვენ რომ ძალიან მოინდომოთ მათი დამალვა, ვერ იმალებიან“, - განაცხადა ბესელიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსამართლეობის კანდიდატმა კვლავ უპასუხა, რომ მას რაც ევალებოდა, ყველაფერი შეასრულა.

„ყველა ის საკითხი, რაც კანონით მევალებოდა განვახორციელე. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ინსპექტორს ევალებოდა, ეს არის დაწყება, ინფორმირება, მოკვლევა, გამოთხოვა, მათ შორის, წარმოდგენილი იყო საჩივართან მიმართებაში კონკრეტული ფაქტები. გულწრფელად გეტყვით, დღეს ეს რეჟიმი არ არის ის, რომ კონკრეტული პასუხი მოეთხოვოს თანამდებობის პირს კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში. ზოგადად გეტყვით, კანონის ვალდებულება რაც იყო ინსპექტორის მხრიდან, ჩემი მხრიდან შესრულდა. მოვამზადე დასკვნა, რომელიც იუსტიციის საბჭომ უნდა განიხილოს. გადაწყვეტილება ამ ეტაპზე საბჭოს მიერ მიღებული არ არის“, - განაცხადა ცინცაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო