„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ქმედითი ნაბიჯები გადადგას ახალგორის რაიონის მცხოვრებლების  დასახმარებლად

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ქმედითი ნაბიჯები გადადგას ახალგორის რაიონის მცხოვრებლების დასახმარებლად, რაც მათ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის გამო მიყენებულ ზიანს შეუმსუბუქებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სექტემბერში, დე ფაქტო უწყებების მიერ, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნის (ე.წ. „რაზდახანი“) საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ, ადგილობრივი მოსახლეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე დატოვა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, მოსახლეობას დაბაში პირველადი მოხმარების ნივთებსა და პროდუქტებზე წვდომა შეზღუდული აქვს. მათი ნაწილი ვერ ახერხებს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე აიღოს პენსია, რომელიც რიგ შემთხვევებში, ოჯახების ერთადერთი შემოსავლის წყაროა. შედეგად, სოფლის მცხოვრებლები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს სხვადასხვა საკვებზე ცვლიან. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ადამიანებს პაქტიკულად ამოეწურათ საკვების მარაგი.

„გარდა ამისა, ადგილზე რჩებიან ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები, რომლებსაც აუცილებელ მედიკამენტებზე ხელი არ მიუწვდებათ. ქრონიკული პაციენტების ნაწილი, სამედიცინო მომსახურებას იღებდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში. შესაბამისად, არსებული კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია მათი სამედიცინო საჭიროებების შესწავლა და მათთვის მედიკამენტების კუთხით დახმარების აღმოჩენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები გადადგას ახალგორის რაიონის მცხოვრებლების დასახმარებლად, რაც მათ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის გამო მიყენებულ ზიანს შეუმსუბუქებს, მათ შორის: საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით უზრუნველყოს საკვები პროდუქტების, პირველადი საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთების და აუცილებელი მედიკამენტების მიწოდება ფაქტობრივად იზოლაციაში მოქცეული მოსახლეობისთვის; აღნიშნული დახმარების მიწოდებისთვის, ქმედითი ნაბიჯები გადადგას ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის დასაგეგმად; იმის გათვალისწინებით, რომ დე ფაქტო ხელისუფლების თვითნებური გადაწყვეტილებების გამო, მსგავს შეზღუდვებს არ აქვს ერთჯერადი ხასიათი, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ შეიმუშავოს ეფექტური მექანიზმი, მსგავს გამოწვევებზე საპასუხოდ და მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის შესამცირებლად“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს