ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი - საქართველო სუვერენული ქვეყანაა და უფლება აქვს, საკუთარი უსაფრთხოების მოწყობა აირჩიოს

ნატო-ში ვფიქრობთ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს, რომელ „კლუბებს" ეკუთვნიან ისინი და რომლისგან ამჯობინებენ შორს ყოფნას, - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა ბათუმში განაცხადა, სადაც ის თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.

მან უპასუხა კითხვას რუსეთის ფედერაციის პოზიციის შესახებ, რომ საქართველოში ნატოს მეტად ყოფნას არ შეეგუება.

„საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მას უფლება აქვს, საკუთარი უსაფრთხოების მოწყობა აირჩიოს. ეს პრინციპია, რომელიც შედის ჰელსინკის საბოლოო აქტში, დოკუმენტში, რომელსაც რუსეთმა თავად მოაწერა ხელი. ნატო-ში ვფიქრობთ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს, რომელ „კლუბებს" ეკუთვნიან ისინი და რომლისგან ამჯობინებენ შორს ყოფნას. ეს რა თქმა უნდა, ვრცელდება საქართველოზე", - განაცხადა პუგლისმა.

ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა MAP-ი მართლაც აუცილებელი საქართველოსთვის, რათა ქვეყანა ნატო-ს შეუერთდეს, როზარია პუგლისმა განაცხადა, რომ ეს აუცილებელია.

„თუ გადახედავთ თუნდაც უკანასკნელ განცხადებებს, ნატო-ს დოკუმენტებს, ნახავთ, რომ MAP ინტეგრაციის პროცესის არსებითი ნაწილია. საქართველოში ნატო ბევრი წელია, რაც მუშაობს, შესაბამისად ბევრ სამუშაოს ვახორციელებთ, რომ გავზარდოთ ამ ქვეყნის უსაფრთხოება და შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობა. ვფიქრობ, ძალიან წარმატებულად და ეფექტურად მივიწევთ წინ", - განაცხადა პუგლისმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს