როზარია პუგლისი - საქართველოს უსაფრთხოებისთვის მთავარი გამოწვევა რუსი ჯარისკაცების ყოფნაა თქვენს ტერიტორიაზე - ჩვენ გეხმარებით, რომ დაიცვათ თავი

საქართველოს უსაფრთხოებისთვის მთავარი გამოწვევა რუსი ჯარისკაცების ყოფნაა თქვენს ტერიტორიაზე; ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიის ორი რეგიონი კონტროლირებულია გარე ძალების მიერ და რომ ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს", - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა ბათუმში განაცხადა, სადაც ის თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.

„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, მისი შეფასებით, დღესდღეობით რა მთავარი გამოწვევები აქვს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, როზარია პუგლისმა უპასუხა, რომ მთავარი გამოწვევა ორი რეგიონის კონტროლია გარე ძალების მიერ და ასევე, ბორდერიზაციის პროცესი. მისი თქმით, ეს მხოლოდ დიპლომატიურად შეიძლება გადაწყდეს.

"ამას ძალიან მძიმე გავლენა აქვს იმ ადამიანების კეთილდღეობაზე, ვინც ადმინისტრაციული საზღვრის არეალში ცხოვრობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ყველას ესმის, რომ ეს სიტუაციაა, რომელიც მხოლოდ დიპლომატიურად, დიალოგით და საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაყრდნობით შეიძლება გადაწყდეს. საქართველომ ბევრი იმუშავა იმ სტრატეგიის შესამუშავებლად, რომელიც მოერგებოდა საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ადმინისტრაციული საზღვრის ხაზის მეორე მხარეს ცხოვრობენ, ყველა უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას, რომელსაც ის სტრატეგიით ახორციელებს უკეთესი მომავლისთვის. ამავდროულად, ჩვენ, ნატო ვეხმარებით საქართველოს, რომ გახდეს უფრო ძლიერი და უნარიანი, დაიცვას თავი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პუგლისმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა