ველური ბუნების სააგენტოში სკოლის მოსწავლეებს მცენარეთა გამოყვანის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტოს 182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მოსწავლეებმა ენდემური და წითელი ნუსხის სახეობის ხე-მცენარეთა ბაქანი (ადგილი, სადაც დროებით განთავსებულია მცენარეები), მცენარეთა პლანტაციები და სათბური დაათვალიერეს, ასევე, ხე-მცენარეთა გამრავლების მეთოდებს გაეცნენ.

სააგენტოს დირექტორმა რევაზ ბეჟაშვილმა ბავშვებს ტრენინგი ჩაუტარა მცენარეთა დარგვის, მოვლისა და გამოყვანის შესახებ. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, ბავშვებმა კონტეინერებში დარგეს ელდარის ფიჭვის ნერგები.

ველური ბუნების სააგენტო წელიდადში 102 სახეობის მილიონამდე ნერგს აწარმოებს, მათ შორის 20-მდე სახეობას საქართველოს წითელი ნუსხიდან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს