დავით ზალკალიანი - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გაჩენა უმნიშვნელოვანესია

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გაჩენა უმნიშვნელოვანესია და ამ მიმართულებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ენ ლინდეს განცხადება, რომ ევროკავშირმა ღია უნდა დატოვოს კარი იმ ქვეყნებისთვის ვინც წევრობისკენ ისწრაფვიან და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.

დავით ზალკალიანის განცხადებით, თავის მხრივ, საქართველოც თანმიმდევრულად მიუყვება ინტეგრაციის გზას და ყველაფერს აკეთებს ევროკავშირის საბოლოო წევრობის მისაღწევად.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელი საკითხები და ევროინტეგრაციის დღის წესრიგი საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შვედ კოლეგასთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ განიხილა.

„შვედეთში ვიზიტის დროს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაყენეთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს შვედეთის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა, რაც ასევე იყო გაცხადებული საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებული, სწორედ ის განცხადებები, რომელიც გავაკეთე კონფერენციაზე, ამ მიმართულებით იყო გაკეთებული, სადაც იყო აღნიშნული ის პროგრესი, რომელიც საქართველომ გაიარა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ვართ აღიარებული როგორც ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაკმაყოფილებს. ჩვენ აუცილებლად გვინდა, რომ საქართველომ წინ იაროს საბოლოო მიზნისკენ, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანება. ამიტომ, ევროკავშირის მხრიდან ევროკავშირის პერსპექტივის გაჩენა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რაც ჩვენ გვეხმარება კონსოლიდაციაში, საზოგადოების გაერთიანებაში და კიდევ უფრო თამამი ნაბიჯებით წინსვლაში. ეს აუცილებელია, ძალიან მკაფიოდ იქნა ჩემს მიერ აღნიშნული, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი მიზანი და ეს მიზანი არის ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანება. სწორედ ეს მიზანი გვეხმარება რეფორმების კიდევ უფრო აქტიურ გატარებაში, ასევე ჩემი მხრიდან იყო აღნიშნული, რომ აუცილებელია თანმიმდევრულად ვიაროთ ევროკავშირის საერთო ბაზრისკენ, იმისთვის რომ გაიხსნას კარი ევროკავშირის 4 თავისუფლებისკენ და ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი საშინაო ქმედებით, იმ მიმართულებებით, რომელიც განსაზღვრული გვაქვს ევროკავშირის საგზაო რუკაში, თანმიმდევრულად განვაგრძობთ ამ გზას და ბუნებრივია, როგორც იყო აღნიშნული ჩემ მიერ ამ კონფერენციაზე, საქართველო, რადგანაც მას აქვს საზოგადოების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, გააგრძელებს თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირისკენ“, -აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარს უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს