ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - შავი ზღვის უსაფრთხოება არ არის იმდენად კარგი, როგორიც ჩვენ გვსურს, რომ იყოს

შავი ზღვის უსაფრთხოება არ არის იმდენად კარგი, როგორიც ჩვენ გვსურს, რომ იყოს, - ამის შესახებ ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ატანას ზაპრიანოვმა ბათუმში განაცხადა, სადაც ის თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.

მან კონფერენციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება კონფერენციის მთავარი საკითხია.

როგორც ატანას ზაპრიანოვმა აღნიშნა, შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ასევე, ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის.

„თუ შევაფასებთ სიტუაციას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება არ არის იმდენად კარგი, როგორიც ჩვენ გვსურს, რომ იყოს. შავი ზღვის უსაფრთხოების გაუარესება რუსეთის ქმედებების შედეგია - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია 2008 წელს, ყირიმის უკანონო ანექსია 2014 წელს უკრაინაში. თემა ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი შესაძლებლობა იქნება ქვეყნებისთვის, გამოხატონ თავიანთი პოზიცია", - განაცხადა ზაპეიანოვმა.

ამასთან, მან ისაუბრა საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენების შესახებ, ოკუპაციასა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე.

„ბულგარეთის პოლიტიკური მოსაზრება არის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას მხარი უნდა დავუჭიროთ და საქართველოს მთავრობას ყველა შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, იზრუნოს ადამიანებზე, ვინც ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა არიან. ეს ჩვენი პოლიტიკური მოსაზრებაა", - განაცხადა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა