ეკა ბესელია - Freedom house-ის ანგარიშში ჩემი გვარი პირდაპირ წერია, პირდაპირ წერია, რომ მორალური ტერორი უკავშირდებოდა პოლიტიკურ საქმიანობას

Freedom house-ის ანგარიშში ჩემი გვარი წერია პირდაპირ, პირდაპირ წერია, რომ მორალური ტერორი უკავშირდებოდა პოლიტიკურ საქმიანობას, გადაწყვეტილებებს და იმ წინააღმდეგობას, რომელიც წარმოიშვა მაშინ მმართველ პარტიაში, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ გამოძიებამ კადრების გავრცელების პირველწყარო ვერ დაადგინა, ხელისუფლების პაუხისმგებლობის საკითხია.

„ეს რომ ანაგრიშში მოხვდა, არ არის გასაკვირი, რადგან ეს ერთ-ერთი მძიმე ინდიკატორია, რომელიც ქვეყანას მოცემულ ვითარებაში დემოკრატიის კუთხით ზომავს და ძალიან ცუდად ახასიათებს. ამდენი თვე გავიდა , მე-11 თვე დაიწყო და დღემდე გამოძიებამ ვერ იპოვა პირველწყარო და ჩამდენი და არა მე-3 და მე-4 პირი. დღემდე რომ ვერ გამოიძიეს, ვინ ჩაიდინა და რატომ ეს დანაშაული, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო