„თიბისიმ“ და საქართველოს  მთის კურორტების განვითარების კომპანიამ პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს

„თიბისიმ“ და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს.

„თიბისის“ ინფორმაციით, შეთანხმება კომპანიებს შორის სამწლიან თანამშრომლობასა და მთის კურორტების მომავალი გეგმების ერთობლივად განხორციელებას ითვალისწინებს. ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე, რაშიც მონაწილეობდნენ სხვა ბანკებიც, თიბისი ბანკი შეირჩა. კერძო სექტორის და სახელმწიფოს თანამშრომლობის მიზანია საქართველოს მთის კურორტების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ გაძლიერება და მათი მომსახურების განვითარება.

„ჩვენი თანამშრომლობა კერძო სექტორთან უმნიშვნელოვანესია სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისა და პოზიციონირების კუთხით, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. თიბისისთან გრძელვადიანი თანამშრომლობით გაუმჯობესდება არსებული სერვისები და დაინერგება ახალი ტექნოლოგიები. ინოვაციების დანერგვა კი მთის კურორტებზე ვიზიტორებს მეტ კომფორტს შეუქმნის, რაც ჩვენი კომპანიის უმთავრესი მიზანია“, - განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა, თეიმურაზ გამცემლიძემ.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, თიბისისთვის ეს შეთანხმება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

„თიბისი უკვე მეხუთე წელია მთის კურორტების პარტნიორია და მიხარია, რომ თანამშრობლობას კვლავ ვაგრძელებთ. ჩვენთვის ეს შეთანხმება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში მთის კურორტების განვითარება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის ასეთი თანამშრომლობა, ვფიქრობ, ორივე მხარეზე პოზიტიურად აისახება და საბოლოო ჯამში საუკეთესო შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის, მთის კურორტების განვითარების კომპანია „თიბისისთან“ 2015 წლიდან თანამშრომლობს. ახალი შეთანხმების ფარგლებში პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდა და მოიცვა შემდეგი მიმართულებები: მთის კურორტების ციფრული პლატფორმების გაძლიერება, საერთო მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელება, საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს მთის კურორტების ცნობადობის გაზრდა, ონლაინ გაყიდვების გაზრდა და ფინანსური ოპერაციების გამარტივება.

მთის კურორტების განვითარების კომპანია 2013 წელს დაარსდა. 2014 წლამდე კომპანია მართავდა მხოლოდ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტს. 2014 წლიდან კი ეტაპობრივად კომპანიას მმართველობაში გადაეცა ბაკურიანის (დიდველი, კოხტა, მიტარბი) გოდერძისა და სვანეთის (თეთნულდი, ჰაწვალი) სამთო-სათხილამურო კურორტები.

დაარსებიდან მთის კურორტების განვითარების კომპანიას ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები აქვს განხორციელებული. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ კი ხელი შეუწყო ვიზიტორების ზრდას.

როგორც „თიბისიში“ აცხადებენ, 2019 წლის ჩათვლით ზამთრის სეზონზე ოთხივე სამთხო სათხილამურ კურორტზე 578 %-ით გაზარდა ვიზიტორების ოდენობა, ხოლო ზაფხულში - 654 %-ით. ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ზამთრის სეზონისთვის მზადებასთან ერთად 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. ბაკურიანში, ახალი დიდველის ტერიტორიაზე შენდება სამი ახალი საბაგირო. ეს და სხვა ყველა პროექტი, რომელიც ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელდება, კურორტს ახალ სიცოცხლეს შემატებს და შექმნის დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ზამთრის სპორტული სახეობების მოყვარულებისთვის.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება