„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ უფროსკლასელებთან შეხვედრები გრძელდება

ახალი თაობისთვის ენერგეტიკაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით, 6 ნოემბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ თბილისის კერძო სკოლის „ჯეჯილი“ მოსწავლეებს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან“ აცნობეს, მოსწავლეები სსე-ის სათავო ოფისს ესტუმრნენ და ცენტრალური სადისპეტჩერო დაათვალიერეს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე.

მათივე ინფორმაციით, უფროსკლასელები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში,

ცენტრალური სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეებმა დაათვალიერეს სსე-ის კუთვნილი ქვესადგური „ნავთლუღი-220“, სადაც გაეცნენ ქვესადგურის შემადგენელი ნაწილების მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღეს ძაბვის მაჩვენებლების შემოწმებაში და სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების სამუშაო პროცესში.

„გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს ენერგეტიკული მდგრადობა განაპირობებს, ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა