სერგო რატიანი - ხელისუფლების ვალდებულებაა, ყველაფერი გააკეთონ, რომ მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება და ვერავინ გაბედოს ძალადობა

მოძალადე ჯგუფები ხელისუფლების მოკავშირეები არიან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა სანდრო ბრეგაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩაშლის დაანონსებას.

სერგო რატიანი მიინევს, რომ ხელისუფლება არასათანადოდ რეაგირებდა ამ ჯგუფების ძალადობაზე და ამით ახალისებდა მათ.

„მოძალადე ჯგუფები ბედავენ დაემუქრონ საზოგადოებას, რომ იძალადებენ, არ მისცემენ საშუალებას უყურონ ფილმს და ეს ხდება იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არასათანადოდ რეაგირებს მათ ქმედებებზე და ძალადობაზე. შესაბამისად, ეს მოძალადე ჯგუფები არიან ხელისუფლების მოკავშირე.

ხელისუფლების ვალდებულებაა, გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს ამ ფილმის ჩვენება და ვერავინ გაბედოს ძალადობა,"- განაცხადა სერგო რატიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს