სალხინოში, წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-გიმნაზიას მეუფე გრიგოლი უხელმძღვანელებს

სალხინოში, წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-გიმნაზიას მეუფე გრიგოლი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მეუფე გრიგოლი სხვა სასულიერო პირებთან ერთად პედაგოგებს შეხვდა. საუბრის შინაარსი მედიისთვის უცნობია, რადგან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

რაც შეეხება მეუფე პეტრეს მიერ მიწის ნაკვეთების მითვისებაზე გავრცელებულ ინფორმაციას, მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ის მხოლოდ გადაბარების პროცესშია ჩართული. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი არც დღევანდელ კომისიის სხდომაზე განხილულა.

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელი ლევან მერაბიშვილი კი აცხადებს, რომ ეპარქიაში რჩება და იმ მოქალაქეებს უნდა შეხვდეს, ვისაც მეუფე პეტრესთან გარკვეული პრეტენზიები აქვთ. მერაბიშვილი ამბობს, რომ საპატრიქრქოში ზარები მას შემდეგ გახშირდა, რაც მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან განაყენეს.

„ვისაც პრეტენზია აქვს, მოვიდეს, წარმოადგინოს თუ რა დოკუმენტაცია აქვს. გადავხედავთ და იმის მიხედვით ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ლევან მერაბიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო