ანრი ოხანაშვილი ბოკუჩავას - ქალბატონო თინა, თქვენი ოხუნჯობისთვის არ მცალია

„ქალბატონო თინა თქვენი ოხუნჯობისთვის არ მცალია, - ამ სიტყვებით მიმართა იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დეპუტატ თინა ბოკუჩავას, მას შემდეგ რაც ბოკუჩავა დაინტერესდა კომიტეტის რამდენი წევრი ესწრებოდა სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდნენ.

„პროცედურულად მაინტერესებს, იმიტომ რომ თქვენგან რაღაც ვრცელი მონოლოგი მოვისმინე ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით სხდომაზე, აი ამ წუთს რამდენი წევრი ესწრება ამ განხილვას საპარლამენტო უმრავლესობიდან? აქ არ ვსხედვართ იმისთვის, რომ თქვენი დიდაქტიკური საუბრები მოვისმინოთ. ახლა აქ ნული დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“, მესმის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩამოგეშალათ, მაგრამ მთლიანად რამდენი დეპუტატია, ან რამდენია კომიტეტზე. ჩვენ სულ შვიდი დეპუტატი ვართ ფრაქციაში, აქედან ერთი თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ სახლში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილმა, როცა ფრაქცია პატარაა, დეპუტატებს აქვთ შესაძლებლობა დასვან კითხვა და გავიდნენ. ასე რომ, თქვენი ცინიკური ღიმილი მიუღებელია. თქვენ არ გაქვთ ბერკეტი, რომ საკუთარი უმრავლესობის წევრები სხდომაზე შემოიყვანოთ“, - მიმართა თინა ბოკუჩავამ ანრი ოხანაშვილს. უმრავლესობის წევრმა ბოკუჩავას უპასუხა, რომ სხდომას ის და დეპუტატი რატი იონათამიშვილი ესწრებიან იურდიულ საკითხთა კომიტეტიდან.

„ქალბატონო თინა, აქ არ ვზივარ იმისთვის, რომ თქვენ შეკითხვებს ვუპასუხო. ან გააგრძელეთ ინტერვიუ კანდიდატთან ან დავასრულოთ. თქვენი ოხუნჯობისთვის არ მცალია“,- მიმართა ბოკუჩავას იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

„ბატონო ანრი, თქვენ გგონიათ ოხუნჯობა ის, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ თითის დასაჭერად შედიან სხდომაზე და მუშა პროცესში საკუთარ როლს ვერ ხედავენ“, - კითხვაზე კითხვა დაუბრუნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა