დავით ჭიჭინაძე - მომხრე ვარ, რომ „ოცნების“ 2020 წლის  სიის ოცეულში იყვნენ: კილაძე, კობახიძე, მათიკაშვილი, ოხანაშვილი და „კოლექტიური ზარდიაშვილები“

„მე მომხრე ვარ, რომ „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულში იყვნენ: კილაძე, კობახიძე, მათიკაშვილი, ოხანაშვილი... და ზოგადად წარმოდგენილი იყოს „კოლექტიური ზარდიაშვილებით“, რადგან ზუსტად ეს გახდება „ქართული ოცნების“ რექვიემი, ზუსტად ეს დაასრულებს „ოცნების“ „კლანების მმართველობას“, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, 2018 წელს ფაქტობრივად ნდობის კრედიტი გაიცა ივანიშვილის მიმართ, „ვალს“ დაბრუნება რომ უნდა, ამაზე არც კი ფიქრობენ.

„რისკის შემცველი იყო 2012 წელს ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ ქართველმა ხალხმა დაიჯერა მისი, დაუდგა გვერდით და ერთობლივად გაისტუმრეს საძულველი რეჟიმი.

2018 წელს, უკვე თავად სთხოვა ხალხს გვერდით დგომა და ხალხმა შეუსრულა.

ანუ, 2018 წელს ფაქტობრივად ნდობის კრედიტი გაიცა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ამ „ვალს“ დაბრუნება რომ უნდა და დანაპირებს შესრულება, ამაზე არც კი ფიქრობენ. უფრო მეტიც, სახეზეა ლაქიებით გადავსებული „ოცნების“ რაღაც გაურკვეველი სახეობა, რომლებიც ამ ლაქუცით ძიძგნიან და ანგრევენ ყველაფერს და ფიქტიური ხელისუფლება, რადგან რეალური მმართველები დღეს ივანიშვილთან დაახლოებული კლანები არიან“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არა თუ მარტო, კოალიციურადაც კი აღარ აქვს ხელისუფლებაში დარჩენის შანსი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო