გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ბორჯომის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ბორჯომის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ცენტრის სტუმრებმა ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლისგან მოისმინეს ლექცია ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ, გაეცნენ ხანძრის შემდეგ ბორჯომში ტყის აღდგენის მიმართულებით განხორციელებულ თუ მიმდინარე ღონისძიებებსა და ბორჯომის ტყისთვის დამახასიათებელ პრობლემებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მეორე ნაწილი გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში განათლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობის შესახებ საუბარს დაეთმო.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს და დაინტერესებული საზოგადოებისთვის შეხვედრებს მომავალშიც გამართვას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო