ერდოღანის ინფორმაციით, თურქეთმა ალ-ბაღდადის ცოლი დააკავა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტის, ალ-ბაღდადის ცოლი შეიპყრო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

„ჩვენ დავაკავეთ ბაღდადის ცოლი, მაგრამ ამისგან ერთი ამბავი არ შეგვიქმნია. ჩვენ დავაკავეთ მისი და და დის ქმარი სირიაში. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ“,-განაცხადა ერდოღანმა.

ცოტა ხნის წინ, თურქეთის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ბაღდადის უფროსი და, მისი ქმარი, რძალი და ხუთი შვილი დააკავეს.

შეგახსენებთ, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, ალ ბაღდადი სირიის იდლიბის პროვინციაში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სპეციალური ოპერაციის დროს მოკლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო