გიგა ბოკერია - რელიგიური გრძნობებით თამაშში, რომელშიც წლების განმავლობაში საეკლესიო პირები მონაწილეობდნენ, ახლა მმართველი გუნდის წევრები აიბლანდნენ

რელიგიური გრძნობებით თამაშში, რომელშიც სამწუხაროდ, მთელი ეს წლები საეკლესიო პირებიც მონაწილეობდნენ, ახლა მმართველი გუნდის წევრები თვითონ აიბლანდნენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ბოკერია გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ შესაძლოა, საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების უკან ის ადამიანები იყვნენ, „რომლებიც პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის უკან იდგნენ".

ბოკერიას თქმით, მმართველი გუნდის წევრებს ახლა ინსტრუქცია აქვთ, რომ „ეს უტიფარი ბოდვა უნდა იმეორონ".

„ეს არის ივანიშვილის გუნდის ყველა წევრის ჩვეული სტილი. ახლა აქვთ ინსტრუქცია, რომ ეს უტიფარი ბოდვა უნდა იმეორონ. აქაც რუსული პროპაგანდის მსგავსად მოქმედებენ - როგორი აბსურდულიც არ უნდა იყოს, როგორი უტიფარიც არ უნდა იყოს, მთავარია, რომ ნიაღვარი იყოს და ამას რაღაც ეფექტი ექნება. ხალხი, რომელმაც თვითონ შექმნეს 20 ივნისი - ჯერ ქვეყანაში შემოუშვეს ადამიანი, რომელიც არ უნდა შემოეშვათ, მერე გაამწვავეს თავიანთი შექმნილი კრიზისი და კონფლიქტის ვითარება შექმნეს, შემდეგ გამოიყენეს ძალა, რომლითაც რამდენიმე ადამიანი დააბრმავეს და მათ დაზარალებულებადაც არ ცნობენ - ამ ყველაფრის შემდეგ ისევ ოპონენტებისკენ იშვერენ ხელს და ეს არის ივანიშვილის სტილი.

რაც შეეხება ეკლესიას, აქაც ჯერ ერთი სკანდალი იყო, რომ მათთან ერთ დროს დაახლოებულმა მეუფემ ისაუბრა უკანონო მოქმედებებზე, მათ შორის კორუფციულ გარიგებებზე. მე არ ვამტკიცებ, რომ ეს აბსოლუტურად სიმართლეა, მაგრამ ამის შემდეგ პროკურატურამ უარი განაცხადა მის დაკითხვაზე და თავად ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაამართლეს იმით, რომ შეინანაო. თეოკრატიულ სახელმწიფოში გადაგვასახლეს, რომ რადგან შეინანა, ე.ი. დასაკითხი აღარ არის?!“- განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა