პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჭაში ჩავარდის შედეგად დაშავებულ პედაგოგთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ იკოთაში ჭაში ჩავარდის შედეგად დაშავებულ პედაგოგთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი შეძრწუნებულია ოკუპირებულ ცხინვალსა და ახალგორში განვითარებული პროცესების გამო.

„სამწუხაროა, რომ პედაგოგის ახლობლებს, რომელიც ოკუპირებულ სოფელ იკოთაში დაშავდა, დღემდე არ ეძლევათ მისი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის უფლება. იმის მიუხედავად, რომ დაშავებული პედაგოგის, თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ვერც ახალგორის და ვერც ცხინვალის სამედიცინო დაწესებულებებში მას საჭირო დონის სამედიცინო დახმარება ვერ აღმოუჩინეს. ეს არის ადამიანის უფლებების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების უხეში დარღვევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინფორმაციით, თამარ გიგაური პროფესიული კავშირის ახალგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, რომელიც ბრიუსელში, საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის მასწავლებელთა გაერთიანების კომიტეტის სხდომაზე იმყოფება, ამის შესახებ უკვე მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციის ,,განათლების ინტერნაციონალის” ევროპის რეგიონის განათლების პროფკავშირების პრეზიდენტს და ევროპულ დირექტორს.

მაია კობახიძის განცხადებით, მათ სრული თანადგომა გამოუცხადეს ქართულ მხარეს და ევროპის რეგიონის განათლების პროფკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, 11 მილიონი წევრი მასწავლებლის სახელით მიმართოს გაეროს და ევროკავშირს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო