2018 წელს უცხოეთიდან საქართველოს 4 566 მოქალაქის დეპორტირება მოხდა, მათი უმეტესობა ისრაელიდან და თურქეთიდან გამოაძევეს

2018 წელს უცხოეთში მყოფი საქართველოს 4 566 მოქალაქის დეპორტირება მოხდა, მათი ნახევარზე მეტი ისრაელიდან და თურქეთიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეა, - ამის შესახებ საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია აღნიშნული, რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შემუშავდა.

უფრო კონკრეტულად, ანგარიშის თანახმად, 2018 წელს გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის 531 ფაქტი დაფიქსირდა, რუსეთიდან - 209, თურქეთიდან - 1788, ისრაელიდან - 813, საფრანგეთიდან - 273, ავსტრიიდან - 166, ბელგიიდან - 108, შვეიცარიიდან - 84, იტალიიდან - 83, შვედეთიდან - 102, ფინეთიდან - 30, საბერძნეთიდან - 58, ესპანეთიდან - 44 ,ხოლო უკრაინიდან - 46.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ევროსტატის მონაცემების მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთა მიმართაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ქვეყნის დატოვების თაობაზე. ასეთ ქვეყნებს შორის 2018 წელს ლიდერობენ გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, შვედეთი და პოლონეთი. უფრო კონკრეტულად, 2018 წელს ევროკავშრის ქვეყნებში საქართველოს 9 745 მოქალაქის მიმართ იქნა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიღებული. ასევე წლიდან წლამდე იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან იძულებით და ნებაყოფლობით დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობაც.

„აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეთა იძულებით დაბრუნება, ძირითადად, რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებიდან რეადმისიაზე მიღებული განცხადებების რაოდენობა ბოლო 4 წლის განმავლობაში მზარდია. ყველაზე მეტი განაცხადი გერმანიიდანაა შემოსული, თუმცა ბოლო წლებში გაზრდილია საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ნიდერლანდებიდან შემოსული განცხადებების რაოდენობაც,”-აღნიშნულია ანგარიშში.

იხილეთ ვიდეო: 2018 წელს უცხოეთიდან საქართველოს 4 566 მოქალაქის დეპორტირება მოხდა, მათი უმეტესობა ისრაელიდან და თურქეთიდან გამოაძევეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა