თინა ბოკუჩავა - ე.წ. პრეზიდენტი ელოდება მითითებებს მისი დამქირავებლისგან, ივანიშვილისგან, რომელმაც მას საპრეზიდენტო სკამი უყიდა

ე.წ. პრეზიდენტი ელოდება მითითებებს მისი დამქირავებლისგან, ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც მას საპრეზიდენტო სკამი უყიდა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

რაც შეეხება შეწყალების წესების დახვეწას, დეპუტატი მიიჩნევს, რომ საჭიროა პროცესები გახდეს უფრო გამჭვირვალე და მასში მონაწილეობა მიიღოს როგორც არასამთავრობო სექტორმა, ასევე უნდა გაიზარდოს ომბუდსმენის როლიც.

„მას შემდეგ რაც პედოფილები და მკვლელები შეიწყალა ახლა გაახსენდა ე. წ. პრეზიდენტს შეწყალების წესები. ეს სრული ცინიზმია. სინამდვილეში ის უბრალოდ მითითებებს ელოდება, იმიტომ რომ ისევე როგორც ყველა სხვა საკითხში, ამ საკითშიც ე.წ. პრეზიდენტს არ აქვს დამოუკიდებლად მოქმედების პრეროგატივა და ელოდება მითითებებს მისი დამქირავებლისგან, ადამიანისგან, რომელმაც მას საპრეზიდენტო სკამი უყიდა და ეს არის ბიძინა ივანიშვილი,"-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა