ვლადიმერ იმნაძე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ახალ უფროსს ბუბა ლომუაშვილს, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კარლო ლაბაძეს და თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის სამმართველოს უფროსს, დავით დავლაშელიძეს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, ვლადიმერ იმნაძემ სტუმრებს უწყების მუშაობის პრინციპი და პრიორიტეტები გააცნო. მან ასევე, ისაუბრა თავდაცვის სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობის შესახებ. გაცნობით შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე და დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება, რომლებიც უწყების ბენეფიციარების ფსიქო-რეაბილიტაციას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ თოფურია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო