გერმანიის ელჩი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე - მონაწილეებს შორის კონსენსუსი არის არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე

დღეს უსაფრთხოების ბევრი საკითხი და გამოწვევა განიხილებოდა და მონაწილეებს შორის კონსენსუსი არის არა მარტო საქართველოს უსაფრთხოების თემაზე, არამედ მთლიანად, ევროპის უსაფრთხოებაზე, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომელიც ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრებოდა.

მისი თქმით, დიდი პატივია თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა.

„დღეს უსაფრთხოების ბევრი საკითხი და გამოწვევა განიხილებოდა. მონაწილეებს შორის კონსენსუსი არის არა მარტო საქართველოს უსაფრთხოების თემაზე, არამედ მთლიანად, ევროპის უსაფრთხოებაზე. ჩვენ ერთიანები ვართ ამაზე საუბარში. ეს უნიკალური კონფერენციაა, რადგან აერთიანებს მრავალრიცხოვან მონაწილეებს, განსაკუთრებით ნატოდან და ევროატლანტიკური ქვეყნებიდან, წარმომადგენლებს მაგალითად, სომხეთიდან, უკრაინიდან და რუსეთის ბევრი მეზობელი ქვეყნიდან. კარგია ყურადღების გამახვილება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა ქნირშმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა