თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობა“ არის ივანიშვილის და მისი მარიონეტების მთავარი სამიზნე

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ხოლმე მთავარი სამიზნე ივანიშვილის და მისი მარიონეტების, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის დღევანდელ განცხადებას, რომ შესაძლოა, ეკლესიაში განვითარებული მოვლენების უკან ის ძალა დგას, რომელიც „პარლამენტზე მიტანილი შტურმის უკან" იდგა.

თინა ბოკუჩავას თქმით, ნებისმიერ მტკივნეულ საკითხზე მმართველი ძალა და ბიძინა ივანიშვილი ხელს მათკენ იშვერს და მეშვიდე წელია მათ ვერანაირი ახალი გზავნილი ვერ მოიფიქრეს.

„იქნება ეს ლარის დევალვაცია, 20 ივნისის მოვლენები თუ ახლა უკვე საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები, ვხედავთ გამუდმებით ივანიშვილის მხრიდან იმის მცდელობას, რომ გადააბრალონ პოლიტიკურ ოპონენტებს ეს ყველაფერი. ერთხელ მაინც უნდა ეყოთ გამბედაობა ივანიშვილს და მის მარიონეტებს, რომ თქვან სიმართლე, სანამ ხელისუფლების გადაბარება მოუწევთ 2020 წლის არჩევნებში.

სავარაუდოდ, არჩილ თალკვაძის განცხადებაში სწორედ ჩვენ ვიგულისხმებით, ამას ღიადაც კი ამბობენ. მაგალითად, როცა ჰკითხეს თამარ ჩუგოშვილს და ჩამოათვლევინეს სავარაუდო პარტნიორები 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნის ალბათობის შემთხვევაში, ჩვენ დესტრუქციულ ძალად მოგვიხსენია და გამორიცხა ჩვენთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. საინტერესოა, ასევე ვისთან მოიაზრებს თანამშრომლობას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.11.2019
დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები - კონფერენცია "ექსპოჯორჯიაში" გაიმართება
დიდი ხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?! (R)
BCard - "ემბისის" ბიზნეს ბარათი მცირე ფერმერებისა და მიკრო მეწარმეებისთვის
უნიმანია "უნიქარდისგან" - ექსკლუზიური შეთავაზება მინიმალური ქულებით (R)