„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნაზე დადგენილების პროექტი წარუდგინა

ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა დადგენილების პროექტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელმაც მაღალი თანამდებობის პირების მიერ, საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ, შესაძლო ანტიკონსტიტუციური შეთქმულებისა და საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევის ფაქტები უნდა შეისწავლოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მეუფე იაკობის მიერ ტვ „პირველის“ ეთერში გაკეთებულ საჯარო განცხადებაში მოყვანილი ფაქტები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

„მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ტვ „პირველის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა. კერძოდ, მეუფეს განცხადებით იგეგმებოდა პატრიარქის ლიკვიდაციისა და მისი საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხი. აღსანიშნავია, რომ მსგავს შეხვედრებს ხელისუფლების მაღალჩინოსნები სხვა სასულიერო პირებთანაც მართავდნენ.

მეუფე იაკობის ხსენებულ საჯარო განცხადებაში მოყვანილი ფაქტები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ წარმოადგენს თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. პროკურატურამ აღნიშნულ საკითხზე არ დაიწყო გამოძიება, შესაბამისად ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეიქმნას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანია გამოიძიოს და დაადგინოს შემდეგი საკითხები:

შეისწავლოს საქართველოს არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობა პატრიარქის გადაყენების განზრახვაში;

საქართველო პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის და სხვა თანამდებობის პირების შესაძლო მონაწილეობა ხსენებულ პროცესის მომზადებაში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს