ლაშა დარსალია - მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე მოხდეს საოკუპაციო ხაზის გახსნა და გადაადგილების უზრუნველყოფა მათთვის, ვისაც სამედიცინო  დახმარება სჭირდება

ჩვენ გვაქვს რეალობა, რომ ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირება ხდება, ისეთი საკითხებისაც კი, როგორიცაა ადამიანის უფლებები, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე.

„ერთიან ჭრილში რომ შევაფასოთ, ყველა ეს პროცესი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობს, ეს არის არა ერთმანეთისგან განყენებული, არამედ ერთიანი პროცესის ნაწილი, რომლის მთავარი მიზანიცაა, განხორციელდეს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე. სამწუხაროდ ვითარება ძალიან მძიმეა, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს რეალობა, რომ ჰუმანიტარულო საკითხების პოლიტიზირება ხდება, ისეთი საკითხებიც კი, როგორიცაა ადამიანის უფლებები, აღნიშნული საკითხების დაკავშირება ხდება პოლიტიკური სტატუსის საკითხებთან. ეს არის ის მძიმე რეალობა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ადგილზე.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება, მალე მოხდეს საოკუპაციო ხაზის გახსნა და გადაადგილების უზრუნველყოფა, პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, ვისაც სამედიცინო თვალსაზრისით დახმარება სჭირდება. სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმის ამ ნაბიჯებს მოჰყვა საკმაოდ მძიმე შედეგები, მარტიაშვილი გარდაიცვალა, გიგაურს არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ გადმოვიდეს სრულყოფილი მკურნალობისთვის საქართველოს მიერ კონტროლილებად ტერიტორიაზე. ცალსახად, მთელი პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. რაც შეეხება გრძელვადიან ამოცანებს, ეს შემთხვევები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების შეღწევა მოხდეს ოკუპირებულ ტერიტოტიებზე, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე",- განაცხადა დარსალიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა