ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების მხარდამჭერები გარკვეული პოლიტიკური პარტიები იყვნენ

არიან ჯგუფები, მათ შორის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შესაძლოა იყვნენ ამ ყველაფრის აქტიური მხარდამჭერები, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს. მისი თქმით, გარკვეული ჯგუფების ინტერესშია არეულობის მოწყობა.

"თუ დააკვირდებით მოვლენების განვითარებას, თქვენც ობიექტურად შეგექმნებათ შთაბეჭდილება, რომ არიან ჯგუფები, მათ შორის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შესაძლოა იყვნენ ამ ყველაფრის აქტიური მხარდამჭერები. შესაბამისად, განცხადებები და დამოკიდებულება მიანიშნებს იმაზე, რომ გარკვეული ჯგუფები ერთი მხრივ, ცდილობდნენ მოცემულობის გამოყენებას, რომ მომხდარიყო პარლამენტზე იერიშის მიტანა და ამ მოვლენების შემდგომ გაკეთებული განცხადებები სწორედ ერთი მიმართულებით მიდის - გარკვეული ჯგუფების მიერ შესაძლო არეულობის მოწყობა. საბოლოოდ, ეს არის გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებთან თანხვედრაში," - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა