სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სტენდი ბერლინში ღონისძიებაზეა წარმოდგენილი

საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს წარმოჩენის მიზნით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ სტენდი, ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე - European Manufacturing Strategies Summit, არის წარმოდგენილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს, აღნიშნული ღონისძიება წარმოების სექტორში უმსხვილესია, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში წარმოების სექტორში მოღვაწე კომპანიებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ღონისძიებას 150 ქვეყნიდან 300-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია ესწრება.

სამიტის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო მიმართულების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ისეთ მსხვილ კომპანიებთან როგორებიცაა: Hirschmann Automotive, Datwyler, Leoni, Collins Aerospace და ა.შ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს