უკრაინის ელჩი - რუსეთს არ უნდა, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის ნაწილი ვიყოთ, არ სურს, ვიყოთ თავისუფლები

რუსეთს არ უნდა, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის ნაწილი ვიყოთ, არ სურს, ვიყოთ თავისუფლები, - ამის შესახებ უკრაინის ელჩმა საქართველოში, იგორ დოლგოვმა განაცხადა.

დოლგოვმა ბათუმში, სადაც ის თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრებოდა, ისაუბრა კონფერენციის მთავარ თემებზე.

„სამწუხაროდ, საკითხი იგივეა - რა უნდა გავაკეთოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ოკუპაციაზე, ომზე უკრაინაში, როგორ უნდა ვმართოთ სიტუაცია. რა თქმა უნდა, რაც დღეს შევიტყვე, სიახლე გვაქვს ის, რომ მოვახერხეთ ჩვენი ძალისხმევის კონსოლიდირება, მოვახერხეთ, ვყოფილიყავით ძლიერები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ისევ ოკუპირებულია, იმიტომ, რომ ყირიმი ანექსირებულია, იმიტომ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ისევ ვაკვირდებით იმას, რაც სახეზეა - არის ცოცხალი ძალის დანაკარგებ, და ომი არ წყდება. ეს ომია", - განაცხადა იგორ დოლგოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო