ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს იუნუს ემრე კარაოსმანოღლუს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრა ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის, ასევე კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის როლი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში. საუბარი ასევე შეეხო თურქეთის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს